YouTube ახალ ფუნქციას ტესტავს

YouTube მუსიკის მოყვარულთათვის ახალ მახასიეთებელს ტესტავს.

პლატფორმამ გამოაცხადა, რომ გამოსცდის ახალი აპლიკაციის ფუნქციას Android ტელეფონებზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმღერა სამ წამზე მეტი ხნის განმავლობაში წამღერებით ან ჩანაწერის სხვა მოწყობილობიდან ჩართვით მოძებნონ.


ფუნქცია მხოლოდ მომხმარებელთა შერჩეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი.

Google Assistant-ში ფუნქცია - Hum to Search 3 წლის წინ ამოქმედდა იმ განსხვავებით, რომ სიმღერის ამოცნობას 10-15 წამი სჭირდება.