რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 28 აგვისტოს ღამით, ორი დრონი ჩამოაგდეს.
რუსული მხარის თქმით, დრონები ბრიანსკის ოლქის თავზე დაფრინავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის თავზე კიდევ ერთი თვითმფრინავი განადგურდა.
არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა. სობიანინმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვისკენ მიმავალი თვითმფრინავი ლიუბერცის მახლობლად ჩამოაგდო და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.
იმავე ღამეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები დროებით დაიხურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობა ისევ უკრაინას მიაწერა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი დღით ადრე, 27 აგვისტოს, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დრონი განადგურდა ბრაიანსკის ოლქის ტრუბჩევსკის რაიონში. რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების დარტყმები ბოლო კვირებში გაიზარდა.
- რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.
-
ზელენსკი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობაზე: ეს დიდი რისკია, რომ ჩვენ მარტო დავრჩებით
-
ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია