ირანი ОДКБ-ს წვრთნებზე მიიწვიეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) ირანი წვრთნებზე (Brotherhood 2023 ) 2023, დამკვირვებლად მიიწვია.

ამის შესახებ 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა.


მისი თქმით, წვრთნებს შეუერთდებიან სამხედრო დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან და მონღოლეთიდან. სიდოროვმა წვრთნების გეგმა არ გაამჟღავნა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული ყურადღება დაეთმობა საავიაციო კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. მას არც მონაწილე ქვეყნების სია გაუსაჯაროებია.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.