მოლდოვა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა უკრაინას მალე გაუგზავნის დამატებით დახმარებას, რათა დასრულდეს „ეს გიჟური ომი." ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება... და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში“, - განაცხადა სანდუმ.


ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ, სანდუმ აღნიშნა, რომ „ეს უბრალოდ ადასტურებს რისკებს, რომლებიც მოდის რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელსაც არ გააჩნია სამართალი“ და ასეთი რისკები რუსეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება.“