რუსეთის ოლქებს დრონებით ისევ შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 29 აგვისტოს ღამეს ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მანამდე, ასევე 29 აგვისტოს განაცხადა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქის თავზე ორი დრონი განადგურდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის მცდელობაში კვლავ უკრაინა დაადანაშაულა, თუმცა კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების შეტევების შესახებ ცნობები ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. 28 აგვისტოს სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრაიანსკის ოლქში ორი დრონი გაანადგურეს.


  • რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს.