მიშელის წინადადებით, 2030 წელი უნდა დაწესდეს ვადად ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელზე მეტია, ელიან

უკრაინაში რუსეთის აგრესიის, და ბალკანეთის რეგიონში მოსკოვის მზარდი გავლენის საფრთხის ფონზე, ევროკავშირმა უნდა გადადგას „გაბედული ნაბიჯი“ და ახალი წევრები 2030 წელს მიიღოს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა.

მიშელის განცხადებით, „მკაფიო მიზანი" უნდა მიეცეთ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას 20 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ელიან. მანვე აღნიშნა, რომ 2030 წელს ევროკავშირის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს.

ბოსნია-ჰერცეგოვინას, უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვთ, მონტენეგროს, სერბეთსა და კოსოვოს გაწევრიანებაზე განაცხადი აქვთ შეტანილი.


გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.