უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა საკუთარი იარაღის, კერძოდ ჭურვების, დრონების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის და მსგავსი წარმოების მაქსიმალურად გაზრდას გეგმავს და სახელმწიფოს ამისთვის ფინანსები აქვს.
„დღეს გამართა ცალკე შეხვედრა ჩვენი, უკრაინული იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით. მას ესწრებოდნენ სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს, „უკრობორონპრომის" წარმომადგენლები და შიდა წარმოების ხელმძღვანელები. ქვემეხები, რომლებიც დამზადებულია უკრაინაში, ჭურვები, რომელიც დამზადებულია უკრაინაში. დრონები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა. ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით წარმოების მოცულობას. უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია უკეთეს შედეგს მოიტანს, "- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაქსიმალური ყურადღება შეტევით ოპერაციებს, იარაღით და საჭირო საშუალებებით უზრუნველყოფას უნდა დაეთმოს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ თვითმფრინავების წარმოების გაზრდა, ისევე როგორც მათი მიწოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა შეტევითი ოპერაციების დროს.