სამხრეთ კორეა უკრაინას მომავალ წელს 520 მილიარდ კორეულ ვონს (394 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რაც წლევანდელთან შედარებით, 8-ჯერ მეტია.
Reuters-ის ცნობით, დახმარების პაკეტში 130 მილიარდი გათვალისწინებულია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოიყოფა, კიდევ 130 მილიარდი ვონი კი, უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით გადაეცემა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
სამშაბათს იუნ სუკ იოლმა ასევე გამოაცხადა სამხრეთ კორეის ოფიციალური დახმარება სტრატეგიული ტერიტორიებისთვის, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ჩათვლით, 1,4 ტრილიონ ვონიდან 2 ტრილიონ ვონამდე (1,51 მილიარდი დოლარი).