აშშ-მ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

აშშ-მ, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუსთან სამხედრო საზღვაო წრთვნები ჩაატარეს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების საპასუხოდ ჩატარდა.


კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ხსენებული აქტივობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგი რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს, რადგან ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიებით ნებისმიერი გაშვებები ეკრძალება.

წვრთნებში ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Aegis-ით აღჭურვილი 3 საესკადრო ნაღმმზიდმა მიიღო მონაწილეობა: სამხრეთკორეულმა Yulgok Yi I, ამერიკულმა USS Benfold და იაპონურმა JS Haguro. წვრთნების დროს ასევე გამოსცადეს სამმხრივი სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის კომპონენტები, რომელიც 2023 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.