დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ჩინეთს ეწვია. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ჯეიმს კლევერლი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჩჟენს შეხვდა. BBC-ის ცნობით, კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირისპირ მოსაზრებების გაცვლა ქვეყნებს გაუგებრობის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
„ორმხრივ ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები და უთანხმოება და მათი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კლევერლიმ.
თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე განვითარდება.
ვიზიტის დროს კლევერლი ასევე გამართავს მოლაპარაკებებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ვან ითან. BBC-ის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ასევე უკრაინის ომი და კიბერუსაფრთხოება.
- აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია