გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 300-მა მიიღო, 48 ქულა კი, მხოლოდ ერთმა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე.
ინგლისურ ენაში მაქსიმალური (70) ქულა 350-მა აბიტურიენტმა, 65 - კი, ერთმა მიიღო.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე.
მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური, 51 ქულა 102-მა აბიტურიენტმა, 45 კი - ერთმა მიიღო. წელს მამთემატიკას 14 924 აბიტურიენტი აბარებდა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 10.2 -ზე.
2023 წელს ისტორიას 20 714 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან 180-მა მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო, ერთმა კი - 41.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე.
გეოგრაფიაში გამოცდას 1913 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან მაქსიმალური, 58 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 % -მა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14.75 -ზე.
ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა 2-მა აბიტურიენტმა მიიღო, გამოცდას 3 439 აბიტურიენტი აბარებდა.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 85.29 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე.
ქიმიის გამოცდა 2 540-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან რვამ მაქსიმალური, 63 ქულა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 80.47 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე.
601 აბიტურიენტიდან ფიზიკაში მაქსიმალური სამმა აბიტურიენტმა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 69.05 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე.
ლიტერატურა წელს 1 144-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან მაქსიმალური, 67 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 93.18 %.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.82 % -მა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე.
ხელოვნება წელს ჩააბარა 269-მა აბიტურიენტმა, აქედან მაქსიმალური – 67 ქულა მიიღო ერთმა, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 7.43 % -მა.