კულება საუბრობს, როგორ გაათავისუფლა 31-მა მებრძოლმა რობოტინო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთში ვიიტის დროს ისაუბრა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინელი დამცველების კონტრშეტევის წარმატებაზე. კულებას თქმით, რობოტინო 31 ჯარისკაცისგან შემდგარმა კონსოლიდირებულმა ჯგუფმა გაათავისუფლა და მთელი ბატალიონის სამუშაო შეასრულა მაშინ, როცა ამ ტიპის ოპერაციებს ოთხასამდე სამხედრო სჭირდება.

„ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კონტრშეტევის პროცესში. ეს უკიდურესად რთულია. ნაღმური ველების რაოდენობა უპრეცედენტოა. რუსული დრონები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები დომინირებენ ჰაერში. თანდათან მივაღწევთ წარმატებას. რამდენიმე დღის წინ ფრონტის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე გავარღვიეთ რუსული თავდაცვა და გავათავისუფლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რობოტინო,“ - განაცხადა კულებამ.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა ჩაატარა უწყვეტი შეტევები ფრონტის ამ სექტორზე, გადაღლისა და დანაკარგების გამო, რაღაც მომენტში დაკარგა შეტევის გაგრძელების უნარი - შემდეგ კი, მიიღეს „რადიკალური გადაწყვეტილებები": შეიცვალა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა.