მონტენეგრომ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა - მედია

მედიის ცნობით, მონტენეგროს ხელისუფლებამ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის, დიმიტრი სენინის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ პოდგორიცაში სამხედრო სასამართლოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც სენინის საქმეს დაუსწრებლად განიხილავს.


დიმიტრი სენინმა, რომელიც საერთაშორისო ორდერის საფუძველზე 2021 წლის ივნისში დააკავეს, პოლიტიკური თავშესაფარი მონტენეგროში მიიღო, რადგან მას რუსეთის ფედერაციაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ.

რუსეთში სენინს დეზერტირობაში ედება ბრალი, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სენინმა რუსეთი 2017 წლის თებერვალში დატოვა ყალბი პასპორტი დატოვა. მოგვიანებით, 2021 წლის 28 ივნისს, მისი სახელი საერთაშორისო ძებნილთა სიას დაემატა, ხოლო 2022 წლის 4 სექტემბერს სენინი მონტენეგროში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს. რუსმა პროკურორებმა ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა წარადგინეს, რაზეც მონტენეგრომ უარი განაცხადა, რადგან FSB-ის ყოფილმა პოლკოვნიკმა უკვე ლტოლვილის სტატუსი მიიღო.