გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა.
„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა,“ - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.
დღეს, 31 აგვისტოს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბენ უოლესმა თანამდებობა დატოვა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბენ უოლესმა 16 ივლისს დაადასტურა, რომ მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა.