ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა იტალიურ „ტორინოსთან“ კონტრაქტი გააფირმა. ინფორმაციას სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. საზონოვი ტურინული გუნდის შემადგენლობაში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ტორინოს“ საფეხბურთო კლუბი თბილად მიესალმება საბა საზონოვს, „ყოველთვის Forza Toro!” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
საქართველოს ნაკრების მცველი იტალიაში 29 აგვისტოს გაემგზავრა.