ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად, შეიარაღებისა და წვრთნისთვის €5 მილიარდს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალ ფონდს შექმნის, საიდანაც 2024 წლიდან 2027 წლამდე კიევს ყოველწლიურად, 5 მილიარდი ევრო შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები ესპანეთში, ტოლედოში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს.


ამ დროისთვის უკრაინამ მიიღო 5,6 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა არსებული მექანიზმის საშაულებით მიიღო. ის ევროკავშირის ქვეყნების ხარჯებს ანაზღაურებს.

ევროკავშირის კანონმდებლობა საბიუჯეტო სახსრების მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებას კრძალავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის წინადადებით, გაფართოვდება უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების წვრთნა და წლის ბოლომდე 40 000 სამხედრო მომზადდება. ჯოზეფ ბორელის თქმით, მანამდე დასახული მიზანი, რომელიც 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას ითვალისწინებს, ნოემბრის ბოლოს მიიღწევა.