გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დონეცკის ოლქში ორი MI-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევისას ექვსი სამხედრო დაიღუპა.
უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვერტმფრენების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას და ფრენისთვის მომზადების წესებს. ასევე შეისწავლიან რუსეთის მიერ დივერსიის მოწყობის შესაძლებლობას.
გამოძიების თანახმად, 29 აგვისტოს დონეცკის ოლქის, კრამატორსკის რაიონში სამხედრო ვერტმფრენები მი-8 ჩამოვარდა. თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა. დაიღუპა ექვსი სამხედრო მოსამსახურე - თვითმფრინავის ეკიპაჟი. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამოძიების სახელმწიფო ბიურო. დანაშაულის წინასწარი კლასიფიკაცია: ფრენის წესების დარღვევა ან მათთვის მომზადება (სსკ-ის 416-ე მუხლი).
სამშაბათს, 29 აგვისტოს, დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენი გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა.
-
კიევის დასავლეთით ორი უკრაინული სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, სამი პილოტი დაიღუპა
-
ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე: ყველა გარემოება გაირკვევა