თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთში სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ივლისის შეთანხმება „უაღრესად მნიშვნელოვანია“ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისთვის.
ფიდანმა ხაზი გაუსვა შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა, ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი.
„გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაეროს ახალმა წინადადებებმა შეიძლება, აღადგინოს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება.“
„ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად,” - განაცხადა ფიდანმა.
ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად, დღეს, 31 აგვისტოს ჩავიდა.