სერბეთმა ხერსონის რეგიონს 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა

რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით დაზარალებული ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებს სერბეთმა 14 სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი, მათ შორის, მედიკამენტები, სასმელი წყალი, წყლის ფილტრები, საბნები და სხვა დახმარება გადასცა.


გადაცემის ღონისძიება 30 აგვისტოს, სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით გაიმართა.

ცნობისთის, 24 აგვისტოს ბელგრადში უკრაინის დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავის აღსანიშნავად, რამდენიმე საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, სოლიდარობის მარში გაიმართა.