გაერომ რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად კონკრეტული წინადადებები წარუდგინა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების მიზნით კონკრეტული წინადადებები წარუდგინა. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გუტერეშის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმების განახლება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ინიციატივის შედეგად, სურსათის ბაზრების ფასები უფრო ადეკვატური გახდა და ბევრი ქვეყნის გლობალურ ბაზრებზე წვდომისთვის პირობების შეიქმნა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები შეშფოთებისთვის და ეს გადაწყვეტილებები მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უფრო ეფექტური წვდომის საშუალებას იძლევა,“ - ამბობს გუტერეში.

გაეროს გენმდივნის თქმით, გაერომ წარადგინა წინადადება, რომელიც შეიძლება, სტაბილური განახლების საფუძველი გახდეს.

„არ შეიძლება, გვქონდეს შავი ზღვის ინიციატივა, რომელიც კრიზისიდან კრიზისზე, შეჩერებიდან შეჩერებაზე გადადის. ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც მუშაობს და ყველასთვის სასარგებლო იქნება,” - წერს გუტერეში.


ახალი წინადადებების შეახებ გუშინ, 31 აგვისტოს მოსკოვში საუბრობდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც სერგეი ლავროვთან შეხვედრა გამართა.