ცნობილია, სად და როდის გაიმართება პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შორის 4 სექტემბერს, სოჭში გაიმართება. იუწყება რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფომაციაზე დაყრდნობით.

„ნამდვილად, მოლაპარაკებები ორშაბათს სოჭში გაიმართება. ეს იქნება შუადღე,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე, რუსეთში ვიზიტით იმყოფება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი. ის ვიზიტს დღეს ასრულებს.