მედია: რუსეთმა S-300 კომპლექსები კურილის კუნძულებიდან, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვართან გადაიტანა

რუსეთმა კურილის კუნძულებიდან სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-300 სავარაუდოდ, გაიტანა.

იაპონური გაზეთის Mainichi Shimbun-ი ეს Maxar Technologies-ის მიერ იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე ჩატარებულ ანალიზს ეყრდნობა, რაც ტოკიოს უნივერსიტეტის ლექტორმა იუ კოიზუმიმ ჩაატარა.


მეცნიერი ვარაუდობს, რომ სარაკეტო კომპლექსები შესაძლოა, უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად რუსეთის საზღვრებთან გადაესროლათ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას გარემონტებული ძველი ტანკები და ჰაუბიცები სახალინის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზიდან ასევე შეეძლო გაეგზავნა უკრაინის ფრონტზე.

გასული წლის სექტემბრამდე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო გამშვები მოწყობილობები რაკეტებით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით. ახლა კი, როგორც იუ კოიზუმი ამბობს, ეს ტექნიკა ადგილზე აღარ იმყოფება.