უკრაინული ძალები აგრძელებდნენ კონტრშეტევას ბახმუტის მახლობლად დონეცკის ოლქში და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა წინ წაიწიეს ფრონტის ორივე მიმართულებაზე, წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თავის 31 აგვისტოს ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწია ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში.
ISW-მ აღნიშნა, რომ რუსული ძალები აგრძელებდნენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტთან და წარუმატებლად უტევენ დონეცკი-ზაპოროჟიეს ოლქების სასაზღვრო რაიონში.
ISW-მ ანავე ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინელი ახალგაზრდების რუსიფიკაციის მცდელობას.