რუსეთში დანიის დიპლომატიური კორპუსის შემცირების საპასუხოდ, დანიამ კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირება მოითხოვა. კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ.
რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ.
ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთიოა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობდა ვიზების გამოთხოვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კოპენჰაგენი დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებად მიიჩნევს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.