რუსებმა რამდენჯერმე დაგეგმეს ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია - ბუდანოვი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის ოპერაციები რუსეთში რამდენჯერმე დაგეგმეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.


„ხედავთ, რომ უკრაინის უწყებები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ, რადგან ეს (მკვლელობა) არ მომხდარა," - განაცხადა ბუდანოვმა.


2022 წლის მარტში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ზელენსკის ლიკვიდაცია 10-ჯერ სცადეს.

ბოლოს, 8 აგვისტოს განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა, რომ დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში ზელენსკის ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმას ამზადებდა.