რუსეთის ფედერაციაში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მხოლოდ რამდენიმეა უკრაინაში ომის წარმოების მომხრე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„ვინც იქ რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, მხოლოდ რამდენიმე დარჩა, ვინც ომის მომხრეა პირდაპირი გაგებით. ყველას ესმის, რომ ეს არის კოლაფსი და რაც უფრო მალე დასრულდება, მით უკეთესი," - განაცხადა ბუდანოვმა.
კითხვას, ძლიერდება თუ არა რუსეთის მთავრობა „ვაგნერ“ ჯგუფის და მისი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი, ივნისის „ამბოხებით“ დაწყებული და შემდგომი მოვლენებით გაგრძელებული, აშკარად არ მუშაობდა რუსეთის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ.