ევროკომისიის ანგარიში: 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს, სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ამის შესახებ BBC წერს.

კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ უმკლავდებიან.


ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა Twitter-ზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და ამ სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა.

ამასთან, „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდიტორიასთან Meta-ს პლატფორმებზე. ხოლო Telegram-ზე ასეთი ანგარიშების აუდიტორია სამჯერ არის გაზრდილი.“