მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდოეთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა

Reuters-ის ცნობით, მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდეოთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა.

ეს იდოეთის პირველი ასეთი მისიაა.

კოსმოსურ ხომალდ Aditya-L1-ს გაშვებას ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის YouTube არხზე 3,7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.


მის მოგზაურობას დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება. აპარატის ამოცანაა მზის გარე ფენებზე დაკვირვება, ასევე კოსმოსურ ამინდზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა.

ინდოეთი 23 აგვისტოს გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა.