მწვავე პროტესტის შემდეგ, ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელორუსისა და ირანის ელჩებს მიწვევა გაუუქმა

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელორუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა.

გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი უძღოდა წინ.

ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია.


„ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს,“ - წერია განცხადებაში.

მისივე თანახმად, სწორედ ამიტომ მიენიჭა წინა წელს ნობელის მშვიდობის პრემია უფლებადამცველებს უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან.