ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სახლები რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. ირლანდიაა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას სტრატეგიული საპორტო ქალაქის რეკონსტრუქციაში.
ეს საკითხი მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოსა და უკრაინაში ირლანდიის ელჩის, ტერეზა ჰილის შორის შეხვედრისას განიხილეს.
ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლიდან დევნილებს და შეუერთდეს მარიუპოლის სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამებს. გარდა ამისა, ირლანდიამ უკრაინას მისი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, მარიუპოლის ეკონომიკის აღდგენაში დახმარება შესთავაზა.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და ახალი ინდუსტრიული ფილიალების შექმნის გამოცდილება, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მარიუპოლისთვის. ჰილიმ ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.