მედია: სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზა იწვის

სანქტ-პეტერბურგში, პისკარევსკის გამზირზე 800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა რუსულ წყაროზე („Ostorozhno“, Readovka, Fontanka) დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანია ჩართული.


„80x10 მეტრის ზომის ანგარში ცეცხლი მთელ ტერიტორიაზეა მოდებული. ინციდენტის ლიკვიდაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამინისტრო: 12 ერთეული ტექნიკა და 60 ადამიანი. ხანძარი კრასნოგვარდეისკის რაიონშია," - აცხადებენ უწყებაში.

ადგილობრივებმა ნავთობბაზა „რუჩიდან", რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს, აფეთქებების ხმა ისმის.