ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, რომ საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად საქართველო იმსახურებს.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ წლებში სიტუაცია არ უმჯობესდება.
კრამონოს თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა.
„ვფიქრობ, აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იყო დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქ ტერიტორიები დაიკავა. ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინაში უზარმაზარ სოლიდარობას, არის სანქციები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი თანმიმდევრულები, როგორც ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, როცა უკან ვიხედები, ეს დიდი შეცდომა იყო," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.