უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტთან ახლოს პროგრესს მიაღწიეს. უკრაინელი სამხედროებ სამხრეთით, სოფელ ვერბოვის მიმართულებით წინ მიიწევენ.
„უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მახლობლად და 3 სექტემბერს დაწინაურდნენ. 3 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები უფრო წინ მიიწევდნენ სამხრეთ კლიშჩიივკაში (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ).
გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინულ ჯარებს სამხრეთში მეთაურობს, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს იმ თავდაცვითი პოზიციების სერიის შექმნას, რომლებიც ახლა უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს.
ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.
„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ.
მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.