ოლექსი რეზნიკოვმა თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის განცხადება დაწერა. მან განცხადება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.
„უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გავუგზავნე. პატივი იყო უკრაინელი ხალხის მსახურება და მუშაობა უკრაინული არმიისთვის, ბოლო 22 თვის განმავლობაში, უკრაინის თანამედროვე ისტორიის უმძიმეს პერიოდში,“ - წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.