მედია: რუსული KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარდა

რუსული კა-52 საბრძოლო ვერტმფრენი აზოვის ზღვაში ჩავარადა.

წინასწარი მონაცემებით, ორი პილოტი გადაარჩინეს.

ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი „ბაზა“ ავრცელებს.


„სამაშველო სამსახურებში „ბაზას“ წყაროების თანახმად, შვეულმფრენი აზოვის ზღვის წყლებში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრის დაშორებით, პირველის სექტემბერს დილით ჩავარდა.

წინასწარი განმარტებით, ამის მიზეზი რთული ამინდის პირობები გახდა, რადგან ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო. კა-52-ის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის დროს მათი ევაკუაცია განხორციელდა.