ლატვია პრორუსი ჰაკერების ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე ჰაკერულმა ჯგუფმა ლატვიის საჯარო, ფინანსური და სამედიცინო სექტორის ინსტიტუტების ვებგვერდებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტება განახორციელა.

ამის შესახებ საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციის ცენტრმა განაცხადა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში გატეხეს მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა დაწესებულების 10-მდე ვებგვერდი, რისთვისაც ერთ-ერთი რესურსის დეველოპერის დაუცველობა გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ესტონეთში კიბერშეტევების ყველაზე დიდი ტალღა დაფიქსირდა.