პაკისტანში საზღვაო ძალების ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი რუტინული სასწავლო ფრენის დროს, ბელუჯისტანის პროვინციაში ჩავარდა. ამის შესახებ საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.

ავარია პროვინციის საპორტო ქალაქ გვადარში მოხდა, როდესაც ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, დაიღუპა საზღვაო ძალების ორი ოფიცერი და პაკისტანის საზღვაო ძალების მეზღვაური, იტყობინება The News International-ი.

სპიკერმა განმარტა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.