მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტვერის ოლქში, ზავიდოვოს რაიონში დრონი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა

მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.

მანამდე, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კალუგას ოლქსა და მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში დრონები გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ. სობიანინის თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საყოფაცხოვრებო ობიექტი დაზიანდა.


ამ ფონზე, რუსული მედიის ცნობით, „ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და „შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი -​​ გაუქმდა.

ამასთან, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი ​​კი - გაუქმდა.

„დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, „შერემეტევოში“ კი - 14.