რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში, სიბურის ნავთობქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.
დამატებით დეტალებზე მედია არ წერს.