სერგეი სუროვიკინი, რუსი გენერალი, რომელიც „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ დააკავეს, „გამოჩნდა.“ ამის შესახებ New York Times-ი თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს.
NYT-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ სუროვიკინი 23 აგვისტოს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.
კრემლს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია . რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი კარტაპოლოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ სუროვიკინი ამჟამად „ისვენებს" და „ჯერჯერობით მიუწვდომელია."
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სუროვიკინის დაკავება, სავარაუდოდ, დაძაბულობას გამოიწვევს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, შეიარაღებულ ძალებში მისი პოპულარობის გამო.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა 18 ივლისს განაცხადა, რომ სუროვიკინი ფაქტობრივად გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ მისი ბედი გადაუწყვეტელი დარჩა.