პოლონეთი პირველი უცხოური მიმღებია, რომელმაც აშშ-ის არმიის ახალი ანტისარაკეტო სარადარო სისტემა შეიძინა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებთან, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში პოლონეთი მიიღებს სამხედრო ტექნიკას, მათ შორის 12 LTAMDS-ის რადარს,  PATRIOT M903-ის სისტემის 48 გამშვებსა და PAC-3 MSE რაკეტების მარაგს,“ - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, მწარმოებელ RTX-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი პირველი საერთაშორისო მომხმარებელი იქნება აშშ-ის არმიის ახალი საჰაერო და ანტისარაკეტო სარადარო სისტემისა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.