სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

სომხეთი და შეერთებული შტატები მომავალ კვირიდან სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში სომხეთ-აშშ ერთობლივი წვრთნები „EAGLE PARTNER 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთში გაიმართება,“ - ნათქვამია განცხადებაში.


Reuters-ი თავის სტატიაში ხაზს უსვამს, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში და საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გამორჩეულ ძალას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.