აშშ-ის კონგრესი პოლონეთისთვის Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენის მიყიდვას დაეთანხმა

აშშ-ს კონგრესმა პოლონეთისთვის 96 AH-64E Apache-ის ტიპის შვეულმფრენის მიყიდვას თანხმობა მისცა, - წერს თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი X-ზე (ყოფილი Twitter).

„ჩვენ გვაქვს აშშ-ს კონგრესის თანხმობა, რომ პოლონეთს 96 Apache ვერტმფრენი რადარებთან და იარაღთან ერთად მიჰყიდოს! ახლა ჩვენ ვიწყებთ ფასზე მოლაპარაკებებს. პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთში ჩაბარებამდე, აშშ-ის არმია თავისი რეზერვიდან გადმოგვცემს Apache-ს ვერტმფრენებს,“ - წერს მინისტრი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი 22 აგვისტოს დაუჭირა.