რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა მას შემდეგ, რაც მან უკრაინის პორტს, მდინარე დუნაიზე დაარტყა.
დუნაი ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ გადის. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუმინულმა მხარემ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ნაწილები დუნაის რუმინულ მხარეს ჩამოვარდა. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევს ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს ფლობდა.
შეგახსენებთ, 6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს, დრონებით იერიში მიიტანა. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა.