რუსმა მილიარდერებმა, გენადი ტიმჩენკომ და დიმიტრი პუმპიანსკიმ ევროკავშირის სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობის პირველი რაუნდი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სავარაუდო მჭიდრო კავშირების გამო წააგეს.
ევროკავშირის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პუმპიანსკის მეუღლისა და შვილის საჩივრები. გადაწყვეტილებები შეიძლება, გასაჩივრდეს. ასევე არ დაკმაყოფილდა ტიმჩენკოს მეუღლის საჩივრები.
რუსეთის ფოლადის მილების უმსხვილესი მწარმოებლის, TMK-ის დამფუძნებელი პუმპიანსკი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში 2022 წლის მარტში მოხვდა.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს.
„ასობით სხვა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ყურადღებით აკვირდება, რას მოიმოქმედებს ბრიუსელი,“ განუცხადა მილიარდერისა და რუსული პოპულარული საძიებო სისტემის, Yandex-ის თანადამფუძნებლის არკადი ვოლოჟის წარმომადგენელმა Financial Times-ს რამდენიმე დღის წინ.