უკრაინის დაზვერვა არ არის დარწმუნებული, რომ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინის დაზვერვა ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ „ვაგნერ“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ დაზვერვა ცნობებს პრიგოჟინის თანამოაზრის, დიმიტრი უტკინის სიკვდილს ადასტურებს.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა.


„ამჟამად 100%-ით შეგვიძლია ვისაუბროთ უტკინის და კიდევ რამდენიმე მგზავრის დადასტურებულად სიკვდილზე. რაც შეეხება პრიგოჟინს, ჯერჯერობით ყველა კითხვა დახურული არ არის," - განაცხადა იუსოვმა.

მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა: „მე უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ უტკინის და პრიგოჟინის კიდევ რამდენიმე თანამოაზრის დაღუპვა. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერს, ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ უფრო მეტს.“