ISW: უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მახლობლად, ტაქტიკურ წინსვლას მიაღწიეს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის კონტრშეტევის ძალებმა წარმატებას ფრონტის ორ სექტორში მიაღწიეს. წინ მიიწევენ ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილსა და ბახმუტის სამხრეთით.

ISW-ის თანახმად, 7 სექტემბერს, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაიწიეს დასახლებული პუნქტის ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით და მცირე პროგრესი ჰქონდათ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში.


გეოლოკაციულ კადრებსა და რუს სამხედრო კომენტატორებზე დაყრდნობით, ISW წერს, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაიწიეს დასახლებული პუნქტის ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით წინ წაიწიეს და მიაღწიეს დასახლების ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანს.

ვერბოვო ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ახლახან გათავისუფლებული სოფელი რობოტინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში.


„თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ შეიძლება მიაღწიოს ოპერაციულ წარმატებებს 2023 წელს, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსული თავდაცვა „არ არის ერთგვაროვანი," უფრო მეტიც, უკრაინის სამხრეთ ფრონტი დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას. ამის შესახებ ეროვნულმა გვარდიამ სექტემბერს განაცხადა. რუსული თავდაცვითი პოზიციების შემდგომი სერია კვლავ ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს უკრაინული ძალებისთვის,“ - წერის ISW.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.