ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა სომხეთში დაგეგმილ წვრთნებზე დეტალებს ავრცელებს

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის ცნობით, სომხეთში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში 85 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

აშშ-ის პირველი ბრიგადის, 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის მეომრები, ასევე სომხური მე-12 სამშვიდობო ბრიგადის ჯარისკაცები წვრთნას ჩაატარებენ ზარისა და არმავირის საწვრთნელ ზონებში, ერევნის მახლობლად. სომეხი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნებს 11-დან 20 სექტემბრამდე ჩაატარებენ.


„პარტნიორი არწივი“ არის სასიცოცხლო შესაძლებლობა ჩვენი ორი ერის ჯარისკაცებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ურთიერთობები ტაქტიკურ დონეზე და გაზარდონ თავსებადობა სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ის ასევე ეფუძნება 20-წლიან ურთიერთობას, რომელიც კანზასის ეროვნულმა გვარდიამ განავითარა სომხეთთან,“ – წერია ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის განცხადებაში.