ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროკავშირში მომავლისთვის ერთად მუშაობენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროკავშირში მომავლისთვის პროგრესზე ერთად მუშაობენ,“ - წერს ბორელი.