საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინტეგრაცია წინსვლის ერთადერთი გზაა.“
„კარგი შეხვედრა მქონდა ჯოზეფ ბორელთან, ამ გადამწყვეტ მომენტში მისი ვიზიტის დროს. თქვენი ვიზიტით კიდევ ერთხელ მოწმენი ვართ საქართველოს ევროპული გზის მიმართ გამოხატული შეუქცევადი მხარდაჭერის. ევროინტეგრაცია წინსვლის ერთადერთი გზაა!“ წერს ზურაბიშვილი.